მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო პატარა სახელმწიფოა, თუმცა ის ცივილიზაციების გზაჯვარედინზე იმყოფება.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველო არის ლაბორატორია და მოდელი იმისა, რომ თვითმყოფადობის შენარჩუნების გათვალისწინებით, მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია.

„კულტურათა რელიგიებისა და ცივილიზაციების დიალოგი უმნიშვნელოვანესია, პროცესები რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ძალთა ახალი ბალანსის ჩამოყალიბება. ახალ ბალანსს კი, დღეს ახალი იდეები და შესაძლებლობები გვკარნახობს, რომელიც ხან დიდი, ხან კი მცირე ქვეყნებიდან მოდის. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ აღმოსავლეთში თურქეთი ძირითადი ლიდერის სტატუსს იძენს, როგორც მშვიდობის ინიციატორი და მოვლენების განსხვავებული ხედვის მქონე სახელმწიფო',- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირონ, ქვეყანა ახერხებს ერთიანი და მშვიდობიანი თანაარსებობის გაგრძელებას.

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიმყოფებით, ყველა დომინანტს თავის პოზიცია ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. თურქეთი კი, ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან მხარს უჭერდა და ამხნევებდა საქართველოს. ცდილობდა დახმარებოდა ფეხზე დადგომაში და ახალი შესაძლებლობები შემოეთავაზებინა. ჩვენ მზად ვართ ვაშენოთ ხიდები კულტურათა შორის, ვიბრძოლოთ ყოველგავარი ჯვაროსნული ლაშქრობების წინააღმდეგ, ეს ჩვენ ვალდებულებად მიმაჩნია',- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები