მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: უნდა მომხდარიყო ციხის ბუნტი, ხელში უნდა აეღოთ იარაღი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პატიმრების წამების შესახებ საზარელი დანაშაულის ავტორები პასუხს აგებენ და ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს ბათუმში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ რუსული ტიპის კომპრომატების კამპანიას აწარმოებენ.

'ერთი მხარე გპირდებათ ბარაკებისგან გათავისუფლებას, ქვეყნის განვითარებას და აკეთებს ამას, მეორე მხარე კი, გპირდებათ ინფექციას და კიბოს და ამას ვერ მოახერხებენ. საზარელი დანაშულის ავტორები კი, რაც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, პასუხს აგებენ და მათ ბოლომდე ჩავყვებით. ვიღაცეებმა იფიქრეს, რომ მათი დრო მოვიდა. ახლახანს გავიგე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ახალი კანონიერი ქურდი აკურთხეს და დაიწყეს ხმების დაყრა ჩვენი დრო მოდისო, მაგრამ ეს არ მოხდება',- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ეს კადრები 25 სექტემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, რასაც მოყვებოდა მთავრობის ჩამოშლა არჩევნების წინ,  ციხის ბუნტი, ხელში უნდა აეღოთ იარაღი, მაგრამ ეს გეგემა ჩაიშალა. 

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები