მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვიშლიან იმ დიდ გეგმებში, რომელიც ჩვენ ამ რეგიონში გვაქვს

ეს ქალაქი, რომელიც ახლა ნაფრონტალს ჰგავს, უახლოესი თვეების განმავლობაში, საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე წარსდგება უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე როდესმე, თავის სახელოვან ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თელავში, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა რეგიონის აღმშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც საქართველოს მტრის ეკონომიკურმა ემბარგომ ვერ გატეხა. 'ჩვენ წელს ჩავატარებთ რთველს უკეთესად, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ წლევანდელი წელი გამოვაცხადეთ კახეთის წლად. ჩვენ დავიწყეთ დიდი აღდგენითი სამუშაოები თითქმის ყველა რაიონში. ჩვენ ვაშენებდით თელავის ცენტრს, ვაკეთებთ ახტალის კურორტს, ვაშენებთ ყვარელს ხელახლა, ჩვენ ვაშენებთ კახეთის მაღალმთიანეთს. მაგრამ იმან, რაც მოხდა წელს, გაგვიათმაგა ჩვენი შრომა და ჩვენი მუშაობა. ის, რაც მოხდა კახეთში, იყო დიდი გამოწვევა და მინდა ვუთხრა კახელებს, რომ ეს არის ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა რეგიონისთვის. ამიტომ, ვინც რა არ უნდა იხტუნაოს კახეთის გარშემო, ვინც რა უნდა ეპოტინოს ხელებით კახეთს, მთავარი, რაც ჩვენ გვინდა, ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდენიან და ხელს ნუ შეგვიშლიან იმ დიდ გეგმებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ რეგიონში', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
მისივე თქმით, ამ გეგმის საბოლოო მიზანი არის ის, რომ თითოეული ოჯახი, უკლებლივ ყველა, რაიონსა და სოფელში ცხოვრობდეს წელში გამართულად, ასწავლოს თავის შვილებს, ღირსეულად მოუაროს მოხუცებს, განავითაროს სოფლის მეურნეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა და 'იყვნენ ისეთი დამშვენებულები და წარმატებულები, როგორც არასდროს ყოფილან ისტორიაში'. 'ეს არის პირადად ჩემი დაპირება თითოეული კახელის მიმართ და ეს არის საქართველოს დაპირება, რადგან მე საქართველოს სახელით ვსაუბრობ', - დასძინა პრეზიდენტმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები