მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - 'ქართველ პუწინისტურ ძალებს' დასანგრევი და არასაშენებელი ობიექტების სია აქვთ

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, 'ქართველ პუწინისტურ ძალებს' დასანგრევი და არასაშენებელი ობიექტების სია აქვთ , - ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ, მესტიაში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, რომ ნგრევის მოციქულებს არაფერი გამოუვათ.
სვანეთის აღმშენებლობაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსივით ის იქ მხოლოდ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე არ ადის. მისი თქმით, საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, 'ქართველი პუწინისტების ჯგუფი' არსებობს, ბევრი ფულით, რომელსაც გარდა იმისა, რომ დასანგრევების გრძელი სია აქვს, ასევე აქვს გრძელი სია არასაშენებელი ობიექტების.
თუმცა, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 'ნგრევის მოციქულებს' არაფერი გამოუვათ. 'არა მხოლოდ ვერაფერს დაგვინგრევენ ნგრევის მოციქულები, არამედ აშენებაში ხელს ვერ შეგვიშლიან. ჩვენ ამ გვირაბს აუცილებლად ავაშენებთ და სვანეთს ძირითად საქართველოსთან შევაერთებთ ბევრად უფრო მოკლე და ეფექტური გზით. ეს აქ დიდ შემოსავალს მოიტანს', - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ზოგიერთებს სვანეთში გზის მშენებლობაც არ მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ სვანეთი უგზოდ და უშუქოდ უნდა იყოს, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. 'გზის გაკეთებას ვაგრძელებთ მულახისა და უშგულის მიმართულებით. ვიღაცეები ამბობდნენ, რომ გზა სვანეთისთვის უბედურებააო, ხალხი იქ ეგზოტიკისა და დანგრეული გზებისთვის ადისო იმიტომ, რომ ეს ხიბლავს უცხოელსო. ალბათ, ამ სიას აჯობებდა კრიმინალიც რომ დამატებოდა. კარგია, ვინმე კარგად რომ გაგძარცვავს და ცარიელ-ტარიელს გაგიშვებს?! სვანები თურმე უგზოობში, სიღატაკეში, კრიმინალში უნდა ყოფილიყვნენ და ეს იქნებოდა ნამდვილი სვანეთი', - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სვანეთში ყველაზე უფრო ინტელიგენტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე მთელ საქართველოსა და ევროპაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები