მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ქვეყანა ნატოს იდეების ერთგულია

აქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, წელს ჩიკაგოში ნატოს სამიტი ყველაზე წარმატებული და ახალი იდეებით სავსე აღმოჩნდა.

ამის შესახებ განცხადება, სააკაშვილმა, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ნატო არის ძლიერი მოტივატორი არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებში, არამედ, რეფორმებისა და ცვლილებების თვალსაზრისითაც.

„ჩვენი ქვეყანა ნატოს იდეების ერთგულია. გამოკითხვების მიხედვით, ჩვენი ხალხი ერთსულოვნად მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხოების შემქმნელი და არა უბრალოდ მომხმარებელი. მე დავინახე და ეს თქვენც აღნიშნეთ, რომ არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო იყო ერთადერთი, რომელიც ყველა ფორმატის შეხვედრას დაესწრო. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული პრივილეგიაა',- განაცხადა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, საქართველო წარმოადგენდა რეგიონს ძირითადი პარტნორების შეხვედრაზე, რაც უდიდეს პრივილეგიას და საქართველოს როლის აღიარებას ნიშნავს.

„როგორც გაცხადდა, შემდეგი სამიტი ორგანიზაციის გაფართოებას მიეძღვნება, ყოველ შემთხვევაში, აქ შეკრებილი წევრები ამ საკითხზე საუბრობენ. ასევე შევნიშნეთ, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ღია კარის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხებოდა საქართველოსა და სამ ბალკანურ ქვეყანას. საქართველომ საკუთარი თავი ამ ფორმალურ კლუბში, სამ ბალკანურ ქვეყანასთან ერთად იპოვა, რომლებიც ალიანსის წევრობის ძლიერი კანდიდატები არიან და ჩვენ ერთმანეთთან კოორდინაცია გვაქვს',- განაცხადა სააკაშვილმა.

Internet.ge

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები