მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე

ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 
მისივე თქმით, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა, ის, როგორც პრეზიდენტი, უზრუნველყოფს, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ექსცესების გარეშე.
'ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ჩვენ ქართველი ხალხის არჩევანს ვცემთ პატივს. ქართველი ხალხი არის ის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. მაგრამ, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, ვუზრუნველყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე როგორც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 
მისივე თქმით, პირველად რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ ნაწილში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიულად გადაცემა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები