მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება

,,ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება', -განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომით ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს შეიარაღებული ძალების ღირსებას.

,,დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს! პრაქტიკულად ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას.ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც თვლის, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც უნდა იყოს ეთნოგრაფიული ექსპონატი და მხოლოდ იმით უნდავიამაყოთ და მოვიწონოთ თავი, თუკი ცეკვა-თამაშში დაგვიკრავენ ტაშს.მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პრაქტიკულად სამშვიდობოს ვიყავით! ახლა კი მოდით ნუ ვიზამთ ისე, რომ ჩვენი ახალი ორჯონიკიძეების ხელით საქართველომ თვითონ ჩააბაროს მტერს ჩვენი დამო უკიდებლობის გასაღები, თავად დაუშვას საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა და თავად ავიღოთ ხელი საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე', -განაცხადა მიხეილ საააკშვილმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები