მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ხომ თვითმკვლელები არ ვართ, ჩვენ არ გვინდა რუსეთთან კონფრონტაცია

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსეთში მიმდინარე პროცესები აწუხებს. ამის შესახებ სააკაშვილმა 'ევრონიუსს' განუცხადა. 
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია.
'მე ძალიან მაწუხებს ის, რაც რუსეთში ხდება. ყველაზე მეტად კი ის მაღელვებს, რომ რუსეთში არაფერი იცვლება, ის სამხედრო ძალის, მეზობლებთან დაკავშირებით აგრესიის გაზრდისკენ მიისწრაფვის. სხვა მხრივ რუსეთის სისუსტეც მაწუხებს _ ქვეყანაში უამრავი სტრუქტურული და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემაა. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. გვინდა, რომ რუსეთი გაცილებით ღია, ლიბერალური და უფრო თანამედროვე იყოს - ასეთ რუსეთთან საერთოს გამონახვას შევძლებდით. ჩვენ ხომ თვითმკვლელები არ ვართ, ჩვენ არ გვინდა რუსეთთან კონფრონტაცია, ხომ დავინახეთ, ამას რა ნეგატიური შედეგები მოაქვს. მეორე მხრივ კი გვინდა თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არ გვინდა რუსეთის იმპერიაში დაბრუნება. ეს, რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროდან არის, თუმცა ეს ჯერ კიდევ ზის ზოგიერთი პოლიტიკოსის ტვინში, დაწყებული პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინით. ამიტომაც, ეს დიდი პრობლემაა ისეთი პატარა და დაუცველი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო', _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები