მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ცხინვალში მომდგარია რუსული ჯარი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცხინვალში მომდგარია რუსული ჯარი,  სანამ ქვეყნის შიგნით სიტუაციის გარჩევა მიმდინარეობდა, რუსული შეიარაღება გაძლიერდა.

''ცხინვალში მომდგარია რუსული ჯარი, გუშინ საქართველოს ჩაძირვის პირას მყოფი ნაურუს პრეზიდენტი ესტუმრა, ცხინვალში, რუსული ტანკებით და რამდენჯერმე გაძლიერდა რუსული შეიარაღება. რუსული ვერ გადმოვა შეტევაზე თუ საქართველოში არ დაინახა სიტუაცია, რომელიც ამის საშუალებას იძლევა', - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა რომ გეგმა, რომელიც არსებობდა ჩაიშალა.

''ციხის სარკმელიდან იძახიან მალე მოვლენ ჩვენები და 2 ოქტომბერი ჩვენი დღეა, მათიანები ვერასდროს მოვლენ და 2 ოქტომბერი მათი დღე ვერ იქნება, რადგან მათ რუსული კომპრომატების გარდა არაფერი იციან', - განაცხადა სააკაშვილმა.

არჩევნებს ვერ მოგართმევთ, რადგან ერთი მხარე აღმშენებლობას გპირდებათ, მეორე კი - ინფექციას და კიბოს, რასაც ვერ გააკეთებს, დასძინა სააკაშვილმა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები