მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი: ჰილარი კლინტონი დღემდე ვერ გამოდის იუსტიციის სახლის შთაბეჭდილებიდან

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ცენტრი დაათვალიერა და პერსონალს გაესაუბრა.

ქვეყნის პირველი პირი, ცენტრში, თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად მივიდა.

სააკაშვილის განცხადებით, ადრე არ არსებობდა სასწრაფოს საერთო ნომერი, პოლიცია კი შენობაში იყო ჩაკეტილი და ყველა რაიონის პოლიციის უფროსი ბანდიტი იყო.

„ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ ძალიან ეფექტურად და ამის მაგალითია ის, რომ ჰილარი კლინტონი დღემდე ვერ გამოდის იუსტიციის სახლის შთაბეჭდილებიდან და მის შესახებ ყველგან ყვება',- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ნუცუბიძის პლატოს მე-4 მიკრორაიონში განხორციელებულ მშენებლობებზეც ისაუბრა.

„მე ვაკის რაიონის დეპუტატი ვიყავი და კარგად მახსოვს რა უიმედო იყო ეს ადგილი. ასეთი ადგილი საქართველოში არ არსებობდა. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა, კეთდება ინფრასტრუქტურა. ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ადგილი იქნება თბილისში',- განაცხადა პრეზიდენტმა.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები