მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი - 2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის საახალწლო ბაზრობა დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი 
 სტრასბურგის მერს რონალს რიესსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო. სტრასბურგის მერის განცხადებით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, რონალს რიესთან ერთად, სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვია, სადაც გამოფენილია ქართული პროდუქცია. 
როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, საახალწლო ბაზრობის დათვალიერების შემდეგ, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სტრასბურგში საქართველოს კულტურის დღეების მნიშვნელობაზე, ისაუბრა იმ ისტორიულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულად გამართული არჩევნების შედეგად, მომავალ წელს ევროინტეგრაციის მხრივ ეძლევა.
'2013 წელი საქართველოსთვის ისტორიული იქნება, თუ მოცემულ შანსს სწორად გამოვიყენებთ, თუ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში გარკვეულ კორექტირებას მოვახდენთ. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო და არჩევნების გამართვის მეთოდმა ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო გააძლიერა', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს კვირეულის გამართვა სტრასბურგში გასულ წელს, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას დაიგეგმა. კვირეული საახალწლო ბაზრობის გარდა, სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები