მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს 'გაშავებისთვის' ჩრდილოეთიდან შემოსული ასობით მილიონი იხარჯება

ასობით მილიონი იხარჯება, ჩრდილოეთიდან მოსული, 'გაზპრომის' თუ სხვის, იმისთვის, რომ მოისყიდონ ჟურნალისტები, მოისყიდონ ტელევიზიები და ლობისტური კომპანიები , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
'ყველა ლობისტური კომპანია იქირავეს, რაც არსებობს ვაშინგტონში და ევროპაში იმისთვის, რომ საქართველო 'გააშავონ', - აღნიშნა პრეზიდენტმა. 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროპელ ხალხს საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს რეალური წარმოდგენა და არა ისეთი, როგორის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. 
'აუცილებელია, რაც შეიძლება მეტ ევროპელს ჰქონდეს ნანახი საქართველო და არ ჰქონდეს წარმოდგენა მხოლოდ რუსული პროპაგანდიდან, რომ ეს არის ჩამორჩენილი, გაუბედურებული, კონფლიქტებით მოცული ქვეყანა. ამ პროპაგანდის მოკვლის უებარი საშუალება არის ერთი - ჩამოხვიდე საქართველოში და შენი თვალით ნახო', - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები