მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილი BSEC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ სტამბულში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 
ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა. 
ჯალაღანიას ინფორმაციით, სამიტი ორგანიზაციის შექმნის 20 წლისთავს მიეძღვნება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) 1992 წლის 25 ივნისს შეიქმნა. საქართველო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუნებელია. 
BSEC-ის შექმნის მიზანი რეგიონში სტაბილური განვითარების ხელშეწყობა იყო. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები