მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილმა ანდრიუს კუბლიუსს ყვარელში უმასპინძლა

მიხეილ სააკაშვილი ყვარელში, დღეს, ლიტვის პრემიერ-მინისტრს, ანდრიუს კუბილიუსს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. 

ლიტვის პრემიერ-მინისტრს და მის მეუღლეს, საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლეს. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს ქართული ტრადიციები გააცნო, ჭაჭის გამოხდისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც პირადად აუხსნა და ქართული ღვინოც დააჭაშნიკებინა. 

მიხეილ სააკაშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოსა და ლიტვას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. 

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს გულთბილი დახვედრისთვის და საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური საჩუქარიც გადასცა - საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ოფიციალური ლიტვური დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს.

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები