მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილმა ის პოლიტიკური ძალები გააკრიტიკა, რომლებიც 'პოლიტიკაში მოსვლის წინაპირობად სიმდიდრეს მიიჩნევენ'

საქართველოს პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების გუშინდელ პრეზენტაციაზე,  სიტყვით გამოსვლისას, ის პოლიტიკური ძალები გააკრიტიკა , რომლებიც 'პოლიტიკაში მოსვლის წინაპირობად სიმდიდრეს მიიჩნევენ'.
'ამას წინათ ერთი რუსეთიდან დაფინანსებული პარტია გამოვიდა და გამოაცხადა, რომ თურმე თუ მდიდარი არა ხარ, არაფერი გესაქმება პოლიტიკაში', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს 99% არ არის მდიდარი და ეს ადამიანები არ უნდა დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში. პრეზიდენტის შეფასებით, ამ განცხადების ავტორებს ზუსტად შეესაბამებათ ილია ჭავჭავაძის სტატიის სათაური 'უმეცრების ფართი ფურთი'.
'ქუჩაში მიტინგზე ერთ-ერთმა ლიდერმა გამოაცხადა, რომ კარგი, რა, ოთხი ოჯახი ვართ სულ თბილისში, მიშამ გვკითხოს, რა ჩვენი აზრიო, რატო იღებს გადაწყვეტილებასო. ადრე ყოველთვის ეკითხებოდნენ. ასეთ ხალხს ებრძოდა სწორედ ილია ჭავჭავაძე. ჩვენ აღარ შევეკითხებით, სულ არ გვაინტერესებს მაგათი აზრი. ვეღარ ეღირსებიან ისინი იმას, რომ რამდენიმე ოჯახმა გაინაწილოს საქართველო ისევ, როგორც იყო ფულის, ცხვირაწეულობისა და უბნების მიხედვით, ნურას უკაცრავად!', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები