მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეებს ლაზიკას მშენებლობის გეგმები გააცნო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციის მონაწილეებს ლაზიკას მშენებლობის გეგმები გააცნო. 
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა ლაზიკას სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. 
პრეზიდენტის განცხადებით, ლაზიკას ექნება მმართველობის განსაკუთრებული სტილი და განსხვავებული იურისდიქცია, რომელიც მაქსიმალურად მიმზიდველი და საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის. 
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ლაზიკას განვითარებას რამდენიმე მიმართულებით აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა - ის მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთთან რამდენიმე კილომეტრში, მდებარეობს ყველაზე ღრმა ბუნებრივ საპორტო კანიონთან შავ ზღვაზე, აქვს დიდი ტერიტორია და კარგი კლიმატი, არის ახლოს რკინიგზასთან, აეროპორტთან და ა.შ. 
პრეზიდენტის თქმით, ლაზიკა არის განსაკუთრებული ეკონომიკური, პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე საერთაშორისო სავაჭრო პროცესებზე. 
სააკაშვილის თქმით, ერთი მხრივ, ქალაქში დასაქმდება ამ რეგიონის სოფლებში მცხოვრები უამრავი ადამიანი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება საერთაშორისო სავაჭრო პროცესებს, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ლაზიკას პროექტი გათვლილია იმაზე, რომ ყველაზე მოკლე სავაჭრო გზა ჩრდილოეთ ჩინეთიდან და შუა აზიიდან ევროპისკენ გადის სწორედ საქართველოზე, რუმინეთზე და ბულგარეთზე, ამ ქვეყნების პორტებს კი სჭირდება ახალი პუნქტები და ახალი ლოგისტიკური ბაზები, საიდანაც ევროპაზე გასვლა იქნება შესაძლებელი. 
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ახალი სარკინიგზო პროექტის, თბილისი-ყარსი-ახალქალაქის მნიშვნელობაზეც გაამახვილა, რომლის მეშვეობითაც, საქართველო შუა აზიის ქვეყნებს ევროპასთან თურქეთის გავლით დააკავშირებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები