მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დაპატიმრების ორდერების გაცემის შეხაბებ მოთხოვნა დაბლოკა

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ლიდერების დაპატიმრების ორდერების გაცემის შეხაბებ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მოთხოვნა დაბლოკა.  აღნიშნულის შესახებ 'WikiLeaks' საიდუმლო მასალებს აქვეყნებს.

'2009 წლის სექტემბერში თბილისში აშშ-ის საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილ წერილში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თინა ქეიდენაუს საუბრის შინაარსს ასახავს, სააკაშვილი ამბობს, რომ წარსულში მან დე-ფაქტო ლიდერების დაპატიმრების რამდენიმე ორდერი დაბლოკა, რომლის გაცემასაც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ითხოვდა' - წერს გამოცემა.

როგორც ტელეგრამაშია ნათქვამი, ქეიდენაუსთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტი აღნიშვავს, რომ 'სოხუმის ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხთა შორის კონტაქტები ისე უნდა მომზადდეს, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის სახელმწიფოებრიობის რაიმე ელემენტების მინიჭება არ მოხდეს'.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები