მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩიკაგოში, Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელდა.

საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდა ატლანტიკოსთა წინაშე სიტყვით წარსდგა და საქართველოში განხორციელებული ტრანსფორმაციისა და წარმატებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს დაუთმო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართული რეფორმების შესასწავლად და მათ გასაზიარებლად, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები სტუმრობენ.

საუბრისას პრეზიდენტი  საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

ახალგაზრდა ატლანტიკოსტთა სამიტი, 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში, ერთ-ერთი უმთავრესი დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერები ესწრებიან. სამიტის მიზანია ალიანსის სამომავლო გამოწვევებისა და პრიორიტეტების განხილვა. შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად შეეხებიან პარტნიორობის გაღრმავებას მსოფლიოს მასშტაბით.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები