მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხეილ სააკაშილმა მთავრობათაშორის გარემოსდაცვითი კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა მთავრობათაშორის გარემოსდაცვითი კონფერენცია გახსნა.

როგორც გახსნის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია საქართველოში არ ყოფილა.

„დამოუკიდებლობის შემდეგ ასეთი წარმომადგენლობითი კონფერნცია საქართველოში არ ყოფილა. ძალიან ბევრს ეცადა ჩვენი მტერი საქართველოს რუკიდან ამოშლას, ამას დღემდე ცდილობს, თუმცა სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს',- განაცხადა სააკაშვილმა. 

პრეზიდენტი ამბასადორიალსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეხვედრაზე მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ, იმისათვის რომ საქართველოს ელჩებისთვის რჩევები მიეცათ და გვერდზე დადგომოდნენ.

„გლობალური გახდა ჩვენი ქვეყანა. ეს ნიშნავს რომ ქვეყნაში არის რაღაც, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ეს პირველ რიგში არის მიღწევები. რასაკვირველია, ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ  ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ყველაფერი გადაილახოს',- განაცხადა სააკაშვილმა.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები