მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მიხელ მაჭავარიანი: ივანე მერაბიშვილს გააჩნია რესურსი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს

,,ივანე მერაბიშვილს გააჩნია შესაძლებლობა და რესურსი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს', - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხელ მაჭავარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მთავრობას ახალი იმპულსი სჭირდებოდა.

'პრეზიდენტის მხრიდან ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგინება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენ ახალი იმპულსი გვჭირდება. ვანო მერაბიშვილს ყველა ვიცნობთ, ის არის ადამიანი, რომელსაც იმის ცოდნა და გამოცდილება გააჩნია, რომ ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებს უმუშევრობას, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების მოგვარებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას გაუმკლავდეს', _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში მიხელ მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი წარადგინა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები