მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია

მმართველი პარტიის დეპუტატობის ყველა კანდიდატი ინფორმირებული უნდა იყოს რა ხდება თბილისის ყველა ქუჩაზე, ჩიხსა და კუნჭულში',- აღნიშნული განცხადება დღეს „ნაციონალური მოძრაობის' დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იგრძნოს მეტი სარგებელი და ის კეთილდღეობა რასაც ხელისუფლება სთავაზობს.

რაც შეეხება თბილისის მერს, გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლებამ შეკითხვას, თუ რატომ უნდა დაუჭიროს არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას' ამომრჩეველმა მხარი, უკვე უპასუხა.

„ქვეყანა ბევრად წინ წავიდა ვიდრე იყო 8 წლის წინ, თბილისი ბევრად მაგარია ვიდრე 2003 წელს, მიუხედავად გაჭირვებისა, მოსახლეობა უკეთ ცხოვრობს ვიდრე ცხოვრობდა ვარდების რევოლუციამდე',- აღნიშნა გიგი უგულავამ .

'ნაციონალურმა მოძრაობამ' მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები