მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მმართველმა გუნდმა პოლიტიკური პარტიების ერთობლივი დეკლარაცია მოამზადა

მმართველმა გუნდმა შეიმუშავა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიისათვის.

აღნიშნული დეკლარაციის შემუშავება უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტები წინასაარჩევნო პერიოდში.

მიმდინარე კვირას, პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პარტიები აღნიშნულ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.
 
'ინტერნეტ.ჯი' გთავაზობთ 'ნაციონალური მოძრაობის' მიერ მომზდებულ დეკლარაციას:

'ჩვენ, ამ დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ვაღიარებთ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტ მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის. ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ:

1. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.

2. უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;

3. მზად ვართ განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;

4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე.'

internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები