მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოლდოვის ტურიზმის სააგენტოს დირექტორი საქართველოში იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლუდმილა დემეტრაში იმყოფება .
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში დღეს, ლუდმილა დემეტრაში თავის ქართველ კოლეგას, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძეს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. იმსჯელებენ თანამშრომლობის გააქტიურებაზე 'სუამი'-ს ფარგლებში, ერთიანი ტურისტული პროდუქტის შექმნისა და საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით.
შეხვედრაზე მაია სიდამონიძე და ლუდმილა დემეტრაში განიხილავენ თანამშრომლობის მემორანდუმის საკითხებს, რომლის გაფორმებაც აპრილში, მოლდოვის ტურიზმის გამოფენის ფარგლებში იგეგმება. შეხვედრის დასრულებისთანავე ლუდმილა დემეტრაში გაემგზავრება კახეთში, მოინახულებს უძველეს ღვინის მარნებს, გაეცნობა ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს.
ვიზიტის ფარგლებში დემეტრაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვაშალომიძესაც შეხვდა, დაათვალიერეს ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ცვლილებები და გაეცნო აჭარის ტურისტულ პოტენციალს.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები