მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ”მონტე-კრისტო” ჭორვილიდან

'ივანიშვილი? - ის გრაფ მონტე-კრისტოს ჰგავს, მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მას სძულს საჯაროობა'. - არ აქვს პოლიტიკური მისწრაფებები, ერთიც კი.'
საქართველოს პრეზიდენტის ეს ციტატა ვენდელ სტივენსონმა ბიძინა ივანიშვილზე სტატიის მომზადებისას გაიხსენა. კეთილი ოლიგარქი - ეს სტატიის სათაურია. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა 'პროსპექტის' ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ, ლამის ლეგენდებად ქცეულ ამბებზე წერს. ამბობს, რომ ბევრი მას ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის ისე, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არ უნახავს, ხალხის დიდ ნაწილს კი მასზე საუბრის სურვილი აერთიანებს. ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და ურჩევნია, მის გაკეთებულ საქმეებზე ჩუმად ისაუბრონ. 

თუმცა 'ლეიბორისტებმა' მასზე ხმამაღლა საუბარი არჩიეს და ბრალდებებიც წამოუყენეს. შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართა და ბიზნესმენ-ქველმოქმედი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ დამფინანსებლად მოიხსენია. 'ლეიბორისტების' ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ყოველწლიურად 150 მლნ დოლარით აფინანსებს. 
თუმცა, აქციისას შალვა ნათელაშვილს არ გახსენებია, რომ მაშინ, როცა პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. 
მთავარი ლეიბორისტის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა უხილავი ქველმოქმედი ჩრდილიდან გამოიყვანა. 
'ქართუ' ჯგუფის საპასუხო განცხადებაში შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების პოზიციის გამხმოვანებლად მოინათლა. 
თუმცა ბევრის აზრით, საპასუხო წერილი არ იყო პასუხი მხოლოდ შალვა ნათელაშვილისთვის.  

palitratv.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები