მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოსკოვის საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს ჯარში გაუშვებენ

ახალგაზრდებს, რომლებსაც მოსკოვის აქციებზე 6-დან 9 მაისის ჩათვლით სამართალდარღვევების გამო დააკავებენ, პოლიციაში მიიყვანენ და უწყებას გადასცემენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამართალდამრღვევი 18-დან 27 წლამდე ასაკის იქნება. ამის შესახებ სააგენტო „რუსეთის ახალი ამბების სამსახური' იუწყება.

სააგენტოს მოსკოვის გამწვევ კომისიაში განუცხადეს, რომ ზბორებზე გაწვევას 27 წლის ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებიც ექვემდებარებიან, ისინი, ვინც ასეთ შეკრებებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ყოფილან. ხოლო მათ, ვინც სამხედრო სამსახურს არასაპატიო მიზეზით არიდებს თავს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

როგორც „რუსეთის ახალი ამბების სამსახური' იუწყება, ამ მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ ზომები მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვით მიიღება და ამ საქმეში სამხედრო კომისიების თანამშრომელთა მაქსიმალური რაოდენობაა ჩართული.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები