მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოსკოვი ამერიკულ მედიას პროპაგანდისტობაში ადანაშაულებს

 

ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ტერაქტებთან რუსეთის კავშირის შესახებ გავრცელებულ ცნობას პროპაგანდისტულ ქმედებად აფასებს.

'ვაშინგტონ ტაიმსში' დაბეჭდილი სტატიის შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყება გაღიზიანებას ვერ მალავს.

სააგენტო 'ინტერფაქსთან' საუბრის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, ამერიკული მედიასაშუალებები პროპაგანდისტობაში დაადანაშაულა.

'ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახური საქართველოში მომხდარ ტერაქტებში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობას ადასტურებს, პროპაგანდისტული აქციაა,' - აცხადებს გრეგორი კარასინი და ირწმუნება, რომ მომხდართან დაკავშირებით მოსკოვმა თავისი გამოძიების შედეგები ამერიკულ მხარეს გააცნო.

რუსთავი 2

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები