მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოსკოვი დნესტრისპირეთს მოლდოვაში აბრუნებს

მრავალწლიანი კონფლიქტი კიშინიოვსა და ტირასპოლს შორის უნდა გადაწყდეს დნესტრისპირეთის შესვლით მოლდოვაში განსაკუთრებული რაიონის უფლებებით. ამის შესახებ ტირასპოლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. ეს არის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ პირველი განცხადება, რომელიც ღიად გაკეთდა დნესტრისპირეთის ხელისუფლების წარმომადგენლეთა თანდასწრებით.

ამ წინადადების სანაცვლოდ რუსეთი მოითხოვს, მოლდოვას ნეიტრალიტეტს და ნატოში გაერთიანებაზე უარს, ასევე რუსების უფლებების დაცვას და ქვეყანაში მეორე სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადებას. თუმცა ეს მოთხოვნები ღიად არ გახმაურებულა, მაგრამ რუსული მედია აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

დნესტრისპირეთის პრეზიდენტთან ევგენი შევჩუკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კარასინი უფრო კატეგორიული იყო. კითხვაზე აღიარებს თუ არა მოსკოვი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას კარასინმა უპასუხა: 'ჩვენ ვხედავთ დნესტრისპირეთის მომავალს განსაკუთრებული რაიონის სახით, საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიებით, მოლდოვას ნეიტრალური სახელმწიფოს შემადგენლობაში'.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვი ადრეც აცხადებდა, რომ დნესტრისპირეთს მოლდოვის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ასეთი განცხადებები ტირასპოლში არასოდეს გაკეთებულა, მით უფრო დნესტრისპირეთის ხელისუფლების 'პირველი პირის' თანდასწრებით.

ამ განცხადებით კარასინმა და ოფიცალურმა მოსკოვმა ნათლად განაცხადა, რომ ტირასპოლს იმედი არ უნდა ქონდეს რომ მოსკოვი მის დამოუკიდებლობას აღიარებს და ის მოლდოვაში დასაბრუნებლად უნდა ემზადოს.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები