მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოსკოვი საქართველოსგან დსთ-ში დასაბრუნებლად წინადადებას ელოდება

მოსკოვი ვერ ხედავს წინააღმდეგობას საქართველოსა და საბაჟო კავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესაქმნელად, მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო. ლავროვის უწყება ასევე ვერ ხედავს წინააღმდეგობას საქართველოს დსთ-ში დასაბრუნებლად, თუმცა ამის ინიციატივა თბილისიდან უნდა მოდიოდეს.

უფრო ინტენსიური ეკონომიკური ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა სიბრცეში ობიექტური და შეუქცევადი პროცესია, მიიჩნევენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო უწყების პირველი დეპარტამენტის უფროსი მოადგილის მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებით, დღეს შეიძლება დავა ამ ინტეგრაციის განსხვავებულ ფორმატებზე და ტემპებზე, თუმცა ყველა მათაგნმა საკუთარი წარმატებულობა დაადასტურა - საუბარია საბაჟო კავშირზე და ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე. 2011 წელს რუსეთს, ყაზახეთსა და ბელორუსს შორის შიდა საზღვრების ლიკვიდაციის შემდეგ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა 40%-ით გაიზარდა.

ვედოკომოვის თქმით, მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობაში ღიაა წინადადებების მოსასმენად.

'ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. დსთ-დან გასვლის შესახებ წინადადება მოდიოდა მათგან. შესაბამისად თბილისმა დსთ-ში დასაბრუნებლად ან ცალკეულ შეთახნებებთან მიერთებისათვის უნდა გააგზავნოს განაცხადი. ეს გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღება დსთ-ს მეთაურთა დონეზე. უახლოესი ასეთი შეხვედრა გაიმართება დეკემბერში. ვერ ვხედავ ვერავითარ წინააღმდეგობას რომ დადებითად იქნას განხილული საქართველოს ხელმძღვანელობის მომართვა. იგივე ეხება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას დსთ-ს ფარგლებში', - განაცხადა ევდოკიმოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან 'დადებითი სიგნალების' შემთხვევაში პროცესი არ გაიწელება და ფორმალიზებული არ იქნება.

'როდესაც იქმნება სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებები სახელმწიფოთა ირგვლივ, მათ არავინ უყენებს ბრალს ახალი კოლონიების შექმნაში. რატომღაც ყველაფერი, რაც ხდება დსთ-ს სივრცეში განიხილება როგორც რუსეთის მიერ სსრკ-ს აღდგენის მცდელობა. პირველი- საბაჟო კავშირის შექმნა ეს არის ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივა. მეორეც, დსთ-ის ყველა სახელმწიფო დამოუკიდებელია. ვერ წარმომიდგენია, ისეთი რა მექანიზმები უნდა ჰქონდეს რუსეთს, რომ აიძულოსა ამ სახლემწიფოების მეთაურები მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ შესაბამება', - განაცხადა ევდოკიმოვმა.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები