მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოსკოვი ტერმინ 'საოკუპაციოს' აპროტესტებს

მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსული ჯარების მიმართ ტერმინ 'საოკუპაციოს' გამოყენებას აპროტესტებს . როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.
ლუკაშევიჩი ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების მიერ 'კორექტული ლექსიკის' გამოყენებას მოითხოვს.
'ქართველი წარმომადგენლების ჯიუტი მისწრაფება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო კონტიგენტს საოკუპაციო უწოდონ, აბსურდულია და რეალობასთან და მათი რეგიონში ყოფნის მიზნებთან საერთო არაფერი აქვს~_ აღნიშნავს ალექსანდრე ლუკაშევიჩი.
4 მარტს, ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მორიგი, რიგით მე-15 კონსულტაციები გაიმართება. ჟენევის კონსულტაციებში მონაწილეობას იღებენ გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის, აშშ-ს, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები. მათ გარდა, კონსულტაციებში ასევე მონაწილეობას იღებენ სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების წარმომადგენლები.

'ინტერპრესნიუსი'

 

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები