მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოსკოვმა, ნატოს დეკლარაცია და საქართველოსადმი მხარდაჭერა გააპროტესტა

მოსკოვის რეაქციამ, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გამო, არ დააყოვნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა განცხადება გაეკეთებინა და მორიგი შეშფოთება გამოეხატა ნატოს დეკლარაციაში დაფიქსირებული საქართველოს მხარდაჭერის გამო.

საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია, რადგან ალიანსმა „ვერ გამოიტანა პრინციპული დასკვნები 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან' - კვლავ იმუქრება მოსკოვი.

რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ ნატომ მისგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკდიებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ოფიციალური მოსკოვი „მწუხარებით და შეშფოთებით აღიქვამს ჩიკაგოს ნატოს სამიტის იმ ელემენტებს, რომლითაც ნატო ადასტურებს ყველა ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში და მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას' - განაცხადა ლუკაშევიჩმა, რომლის თქმითაც, მოსკოვს ახლა სულ სხვა პრიორიტეტი აქვს და „ერთ-ერთი რთული საკითხი, ეს არის „სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, - აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით' - აღნიშნავს ლუკაშევიჩი. შესაბამისად, მოსკოვისთვის მიუღებელია ოკუპირებული რეგიონების კვლავ საქართველოს ნაწილად მოხსენიება და მით უფრო, ამ რეგიონების აღიარების გადაწყვეტილების გადახედვის მოწოდება.

ლუკაშევიჩი ამბობს, რომ ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში „შემთხვევით თუ შეგნებულად დაშვებულია აშკარა პოლიტიკური და ფაქტობრივი შეცდომები'. მაგალითად, მოსკოვი მიუღებლად თვლის, როცა სარკოზი მედვედევის 2008 წლის 12 სექტემბრის გეგმას, რომელშიც ლუკაშევიჩის თქმით, „ფორმულირებული იყო სამხრეთ ოსეთში სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის პოსტკონფლიქტური დარეგულირების ძირითადი მიმართულებები,' „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას' უწოდებენ.

„რუსეთს ბრალს სდებენ ხსენებული გეგმის შეუსრულებლობაში, თუმცაღა უკანასკნელმა რუსმა სამხედრომ საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში დატოვა' - ამბობს ლუკაშევიჩი და კრემლის ტრადიციულ პოზიციას იმეორებს იმის შესახებ, რომ კავკასიის რეგიონში „რეალიები ძალიან შეიცვალა და როგორც არ უნდა უნდოდეს ვინმეს საწინააღმდეგო წარმოიდგინოს, დამოუკიდებელი სუვერენული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია იქცნენ მსოფლიოს ამ ნაწილის რუკის განუყოფელ და მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად. ნატოს ძალისხმევა საქართველოსთან მიმართებაში კი ობიექტურად უნდა იყოს კონცენტრირებული რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გზების ძიებაზე, მათ შორის თბილისის მეზობლების, პირველ რიგში კი სოხუმისა და ცხინვალის მშვიდობიან თანაცხოვრებაზე'.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები