მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მოსკოვში საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე ბრიფინგი გაიმართება

საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე რუსეთის საგარეო უწყებაში ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ ტელეკომპანია RTVI იტყობინება.

'მოსკოვში მზად არიან საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები განმარტონ' - აცხადებს ტელეკომპანია RTVI-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტი.

'როგორც RTVI-ის სმოლენსკის მოედანზე შეატყობინეს მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილია საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური ბრიფინგი, რომლის მთავარი თემა საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები იქნება', _ აცხადებს ჟურნალისტი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ბრიფინგი 31 იანვარსაა დაგეგმილი. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 28 იანვარს ოფიციალურად გაავრცელა.

'31 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ა.კ. ლუკაშევიჩის ბრიფინგი საგარეო პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე გაიმართება',_ იუწყება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური თბილისი მოსკოვთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოებას რომლებიც საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას ეხება კატეგორიულად გამორიცხავს.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები