მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მუამარ კადაფის ვაჟი გარდაიცვალა

 

ლიბიის რევოლუციის ლიდერის მუამარ კადაფის ერთ-ერთი ვაჟი ჰამის კადაფი გარდაიცვალა. როგორც ლიბიური და ეგვიპტური ოპოზიციური მედია იუწყება,ლიბიის ლიდერის ვაჟი ჰამის კადაფი მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტრიპოლის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ლიბიის შეიარაღებული ძალების მფრინავი თვითმფრინავით ბაბ-ელ-აზიზიას სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე სიმაგრეს განზრახ შეეჯახა, რომელშიც კადაფის ვაჟი და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ.

ამ დროისათვის, მომხდარზე სხვა დეტალები არ ვრცელდება. ჰამის კადაფი პოლიციის ოფიცერი იყო. მან შესაბამისი მომზადება რუსეთში გაიარა და ბოლო დროს, სათავეში ედგა ლიბიის სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფს. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

http://gtn.ge

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები