მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მუამარ კადაფის წინააღმდეგ ნატო-ში ერთიანი პოზიცია ვერ შეიმუშავეს

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ლიბიის პრეზიდენტ მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ვერ შეიმუშავეს , - რადიო 'ეხო მასკვის' ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, რობერტ გეითსმა განაცხადა.
მისი თქმით, გაერო-ს მიერ ლიბიისთვის დაწესებული სანქციები სამხედრო მოქმედებებს არ ითვალისწინებს.
გეითსმა აღნიშნა, რომ წითელი ზღვით ლიბიის სანაპიროებისკენ ორი სადესანტო გემი გაიგზავნა, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუირებას განახორციელებენ და მათ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენენ.
ლიბიაში სამოქალაქო ომია. მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ავიაციიდან ბომბავენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან. აქციის მონაწილეებს ცეცხლი ტყვიამფრქვევებიდანაც გაუხსნეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, დაღუპულია 2000-მდე ადამიანი.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები