მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მუამარ კადაფი გადადგომას დათანხმდა

 

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ გადადგომას დათანხმდა. ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას მათ შორის საფრანგეთს შეუძლია კადაფს მსგავსი გარანტიები მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიელი ამბოხებულები კადაფის ლიბიაში დარჩენის წინააღმდეგნი არ არიან.

'კონფლიქტის მშვიდოაბიანად დარეგულირების მიზნით ჩვენ კადაფს გადაგომა შევთავაზეთ. ასევე მთელმა მისმა ჯარმა იარაღი უნდა დაყაროს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას გადაწყვიტოს დარჩება ლიბიაში, თუ არა. თუმცა, თუ კადაფი ლიბიაში დარჩება მისი ყველა მოქმედება საერთაშორისო ორგანიზაციები კონტროლის ქვეშ იქნება' - განაცხადა ოპოზიციის ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელმა მუსტაფა აბდულ ჯალილმა.

უცნობია დათანხმდება, თუ არა მეთვალყურეობას კადაფი, რომელსაც თავისი პირობები გააჩნია. მას თავის მხრივ ერთი პირობა აქვს, რომელსაც შეიძლება ოპოზიცია არ დათანხმდეს. კადაფის მოთხოვნით, მისი გადადგომის შემთხვევაში ლიბიაში დანიშნულ არჩევნებში მისმა შვილმა საიფ ალი კადაფმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.

მუსტაფა აბდულ ჯალილის განცხადებით, მათთვის ეს გამოსავალი არ არის, რადგან კადაფის ქვეყანაში დარჩენა ისედაც ფარულ დაძაბულობას გამოიწვევს და თუ მის ოჯახს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების უფლებას მისცემენ შეცდომა იქნება, რაც აფეთქებას გამოიწვევს.

მისი თქმით, კადაფის მოთხოვნა არაფერია თუ არა შვილის მხრიდან ძალაუფლების ხელახლა მოპოვება, მის ოჯახს ფული და იარაღი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მშვიდობა არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ კადაფის მომხრეების თავისი ლიდერის ბოლომდე მხარდაჭერას აპირებენ.

'თუ მუამარ კადაფი ხელისუფლების დათმობას გადაწყვეტს ჩვენ დავემორჩილებით მის გადაწყვეტილებას და მის შვილს დავუჭერთ მხარს. თუმცა ძალაუფლების ბოლომდე დასავლეთისთვის გადაცემას არ ვაპირებთ. კითხეთ ნებისმიერ ტრიპოლისა და სირტეს მაცხოვრებლებს, ისინი მზად არიან იარაღით ხელში დაიცვან კადაფის და მისი ოჯახი. თუ ამბოხებულები დემოკრატიული იდეების გატარებაზე გველაპარაკებიან მაშინ არჩევნებზე ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უნდა დაუშვან' - განაცხადა ჯუმა ალი ბენ ჰასანმა.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები