მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მუამარ კადაფი ლიბიას 2 კვირაში დატოვებს

 

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდურაჰმან მოჰამედ შალგამის, რომელიც ასევე ლიბიელი ამბოხებულების ერთ-ერთი ლიდერია განაცხადა, რომ მუამარ კადაფი 2 კვირაში ლიბიას დატოვებს.

'კადაფის თანამეგობრობის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა ლიბიის მშვიდობიანად დატოვება და თავისი ფულის შენარჩუნება მოახერხოს, ასევე მას სურს ჰააგის სასამართლოს პროცესს გადაურჩეს. გამორიცხული არ არის რომ კადაფი ამჟამად ბელორუსიასთან მართავდეს მოლაპარაკებებს. კადაფის 40 წელი მართავდა ლიბიას და მისი პიროვნებიდან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ ტრიპოლში რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს. კადაფი საშიში ადამიანია და არ ვიცი ტრიპოლის დატოვებამდე რას მოიმოქმედებს, მაგრამ მე მოსახლეობის იმედი მაქვს, რომლებსაც თავისუფლება სურთ და ვიმედოვნებ, რომ ქალაქს განადგურებისგან გადაარჩენენ. იმედი მაქვს, რომ ხალხი კადაფის ბოროტ ზრახვებზე ძლიერი აღმოჩნდება' - განაცხადა შალგამმა.

ჯეონიუსი

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები