მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მუამარ კადაფი ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, თუმცა მოლაპარაკებისთვის მზად არის

ლიბიის ხელისუფლების ლიდერი მუამარ კადაფი ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, თუმცა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუ ნატო თავის თვითმფრინავებს ლიბიიდან გაიყვანს . 
'ლიბიის არმია ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, მაგრამ ცეცხლი მხოლოდ ცალმხროვად არ წყდება', _ განაცხადა კადაფიმ ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას. გამსოვლა 80 წუთი გრძელდებოდა. 
მისივე თქმით, ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტას ხელს უშლის ნატო-ს ძალების საჰაერო დარტყმები. კადაფიმ კოალიციას კვლავ მოუწოდა, შეწყვიტოს შეტევები და მისცენ ლიბიელ ხალხს საშუალება, თავად გადაწყვიტონ საშინაო პრობლემები. 
'ჩვენ ზღვა არ გადაგვილახავს და მათ თავზე არ დავსხმივართ. გაუგებარია, რატომ გვესხმიან თავს? მოდით, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ', _ განაცხადა კადაფიმ.
მიმართვის ტრანსლაციის შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ კადაფის მიმართვის დროს ნატო-ს საჰაერო ძალებმა ტელევიზიაზე დარტყმები განახორციელეს, რაც ლიბიის ლიდერზე თავდასხმის მცდელობას ნიშნავს.
ლიბიაში თებერვლის შუა რიცხვებში კადაფის გადადგომის მოთხოვნით მასობირივი არეულობები დაიწყო. არეულობები ოპოზიციასა და ხელისუფლება შორსი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ლიბიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით, 2011 წლის 19 მარტს გაერო-ს უშიშროების საჭომ მიიღო რეზოლუცია ლიბიის საჰაერო სივრციც დახურვის შესახებ. ამის შემდეგ ნატო-ს ძალებმა კადაფის არმიის პოზიციებზე იერიშების მიტანა დაიწყეს. 
კადაფი ლიბიას 40 წელია, მართავს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები