მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> მცხეთაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

მცხეთის რეაბილიტირებულ ნაწილში დღეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ გახსნეს.

მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ვიზიტორები ინფორმაციას მიიღებენ გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ.

დამსვენებლებს სხვადასხვა სახის სერვისებსაც შესთავაზებენ, ერთ-ერთია საექსკურსიო მომსახურება. ცენტრში მუდმივად იმუშავებს ინტერნეტ კაფე, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.

ტურიზმის ეროვნული სააგენტო მგსგავს ცენტრებს გორში, ზუგდიდში, ანაკლიაში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშენებს.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები