მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს

საქართველოს 'ლეიბორისტული პარტიის' თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის რალატში დაადანაშაულა.

როგორც პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა განაცხადა, სრულიად საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ამერიკელების მიერ ოპოზიციონერად დანიშნულმა კრიმინალურმა ოლიგარქმა ივანიშვილმა, ზუსტად შეასრულა პატრონის დავალება.

'პოლიტიკური ბრძოლის მთელი ეპიცენტრი გადაიტანა ვითომდა საკუთარი მოქალაქეობის ძებნაზე, რითაც პრაქტიკულად ჩაშალა საყოველთაო სახალხო გამოსვლების გზით საარჩევნო გარემოს შეცვლის პერსპექტივა. გარიგება ხელისუფლებასა და ივანიშვილს შორის, საქართველოში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის პოლიტიკურ თანამდებობებზე არჩევასთან დაკავშირებით, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ხალხის მორიგი დისკრედიტაცია. მაშინ რა დააშავა მილიონნახევარზე მეტმა ქართველმა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და იქიდან ინახავენ ოჯახებსაც და ქვეყნის ბიუჯეტსაც?

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ მდივანთან ვაგზავნით შეტყობინებას და მოვითხოვთ რეაგირებას. ბოლოსდაბოლოს ან მიანიჭონ ამ პიროვნებას მოქალაქეობა ან დამთავრდეს 'ამაოების ბაზარი', - განაცხადა ნათელაშვილმა.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები