მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველო-რუსეთის შესახებ ისაუბრებენ

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე  საქართველო-რუსეთის შესახებ ისაუბრებენ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სერგეი ლავროვი დაესწრება.

შეხვედრაზე იმ თემებს განიხილავენ, რომლებზეც ნატოსა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებსთან დაკავშირებულ საკითხებს.

დღესვე, ბრიუსელში დაგეგმილია ISAF-ის ოპერაციაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება.

ვაშაძე ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში უკვე შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს.

შეგახსენებთ, 2012 წლის 18-19 აპრილს ნატო-ს შტაბ-ბინაში იმართება ნატო-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების გაერთიანებული შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მომზადება წარმოადგენს. 

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები