მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილეს

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილეს. როგორც ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა . 
ალიანსის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ სხდომაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიორგი ბოკერია მონაწილეობდა. კომისიის მუშაობაში ასევე მიიღო მონაწილეობა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
განხილვის მიმდინარეობისას კომისიამ მიმოიხილა ალიანსთან შესაბამისობაში მიღწეული პროგრესი და ყოველმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა და მოკავშირეების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ავღანეთის ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის. 
'მივესალმებით ISAF-ის მისიაში თქვენი ქვეყნის შესანიშნავ მონაწილეობას, განსაკუთრებით ჰელმანდში მყოფ ბატალიონს. ასევე ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, გააორმაგოთ თქვენი კონტრიბუცია. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, გავაძლიეროთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საშუალებით', - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. 
კომისიამ საქართველოში რეფორმების, მხარდაჭერის ზომებზეც იმსჯელა, მათ შორის სამოქალაქო მომსახურების გაძლიერების, ასევე საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე, სამოქალაქო დამოკრატიული ზედამხედველობის შესაძლებლობების საკითხებზე. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები