მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნატო-ს სამიტზე ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის ვადები დადგინდა

ნატო-ს 25-ე სამიტზე მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, როდის უნდა დატოვონ ალიანსის ჯარებმა ავღანეთი. გადაწყვეტილია, რომ ალიანსის ძირითადი ძალები და მოკავშირეთა ჯარისკაცები ქვეყნიდან ორ წელიწადში გავლენ. უკვე მომდევნო წლიდან მათ უნდა შეწყვიტონ საომარ ოპერაციებში მონაწილეობა და ესტაფეტა ავღანელ მებრძოლებს გადააბარონ.

მიუხედავად ამისა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ფრანგ ჯარისკაცებს სამშობლოში ამ წლის ბოლომდე დააბრუნებს:

„არსებობს უკვე წინასწარ გათვალისწინებული ცვლილებები. მოკავშირეთა უმრავლესობისთვის ეს ცვლილებები 2014 წლისთვის მოხდება. სხვებისთვის ეს უკვე მოხდა. ჩვენც გადავწყვიტეთ ამის გაკეთება და გავაკეთებთ კიდეც 2012 წლის ბოლომდე და არანაირი  აზრი არ აქვს რაიმე სახის კომპენსაციაზე საუბარს,' - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ჯერ უცნობია, თუ როგორ მოხდება ჯარების გაყვანა. პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარი ჩაკეტა მას შემდეგ, რაც ნატო-ს ავიადარტყმების შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

„პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ გამიზიარა თავისი მტკიცე რწმენა, რომ ამ საკითხების გადაჭრა შესაძლებელია. ჩვენ არც ველოდით, რომ იგი ამ სამიტზე გადაწყდებოდა. ეს ჩიკაგოში ჩამოსვლამდეც ვიცოდით, მაგრამ ჩვენ მონდომებით ვმუშაობთ ამ საკითხის გადაწყვეტაზე,' - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები