მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნატო ლიბიაში სამხედრო ოპერაციას სექტემბრამდე გააგრძელებს

ლიბიაში ნატო-ს სამხედრო ოპერაცია სექტემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ამის სესახებ სააგენტო France-Presse ნატო-ს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბიაში სამხედრო ოპერაციის ვადების გაგრძელების გადაწყვეტილება დღეს ბრიუსელში ნატო-ს წევრ ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე მიიღეს.

ნატოს-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოჰ რასმუსენის განცხადებით, ლიბიაში სამხედრო ოპერაცია კადაფის რეძჟიმის დამხობამდე გაგრძელდება. რასმუსენი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისმთავარი მიზანი ლიბიელების დაცვაა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ ლიბია ქვეყანაში დაწყებული არეულობების ფონზე არასაფრენ ზონად გამოაცხადა, რაც ქვეყანაში უცხო ძალების შეიარაღებულ ჩართულობას ითვალისწინებს. კოალიციურმა ძალებმა ლიბიაში საჰაერო იერიშების განხორციელება უკვე 19 მარტიდან დაიწყეს. ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, კანადა, ბელგია, იტალია, ესპანეთი, დანია და ნორვეგია იღებს.

დღესვე ცნობილი ხდება, რომ ნატო-ს ლიბიაში სამხედრო ოპერაციას უკვე 708 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაიჭრა 4007 ადამიანი.

onlinenews.ge

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები