მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნატო რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება

ნატო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 'რასიისკაია გაზეტასთვის' მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
'ჩვენ დღესაც ამ პრინციპების ერთგულნი ვართ', - აღნიშნა რასმუსენმა, - 'ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება'.
'ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის მიდგომას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ უფლება არ გვაქვს ამ აზრთა სხვადასხვობას რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის პარალიზების საშუალება მივცეთ, რადგან თანამშრომლობა - ნატო-სთვისაც და რუსეთისთვისაც, საუკეთესო გზაა', - აღნიშნა რასმუსენმა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარებას წინ უძღვოდა რუსეთ-საქართველოს ომი. 2008 წლის 29 აგვისტოს საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები