მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნატო–ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიო

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო.

მინისტრმა აღნიშნა რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის 2014 წლის იანვარში გადადების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური დინამიკა ნატოსთან იმდენად გაიზარდა,რომ ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ჩამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, იქვე მინისტრმა ხაზი გაუსვა რომ ორივე ასეთი ერთდროული ვიზიტის მოხერხება მიზანშეწონილი არ არის და არც არასდროს არ ხდება ასე.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა დისკუსია თვითონ სამხედრო კომიტეტთან და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება, წელსვე შედგეს ეს ვიზიტი, ოღონდ წლის ბოლოს, არჩევნების შემდეგ ან მომავალი წლის დასაწყისში. ასეთი მიდგომაა ამ ეტაპზე. NAC პოლიტიკური ორგანოა და ამ ვიზიტზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, როგორც მოვემზადებით 2014 წლის სამიტისთვის, ამიტომ მთელი კონცენტრირება და ყურადღება გადაყვანილი იქნება ამ პოლიტიკურ ვიზიტიზე. სამხედრო კომიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ისინი კონკრეტულად ამოწმებენ, თუ როგორ მიმდინარეობს თუნდაც დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობების შექმნა, როგორც ფუნქციონირებს შეცვლილ რეჟიმში გაერთიანებული შტაბი და ა.შ.', - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ტაქტიკურადაც მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტების ამდაგვარად გაყოფა.

epn.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები