მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ნატო: საქართველო აუცილებლად განხდება ალიანსის წევრი

საქართველომ მიაღწია პროგრესს იმ პირობების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია ნატოში შესასვლელად - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მიღებულ დეკლარაციაში, რომელიც ნატოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და რომლის რამდენიმე პუნქტიც საქართველოს ეხება.

დოკუმენტში ცალსახადაა ნათქვამი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც ამ ქვეყანამ ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიაღწია. ის პასუხობს ალიანსის მოლოდინებს' - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო კვლავაც აგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ალიანსში შესვლისთვისაა აუცილებელი, მათ შორის, არჩევნების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

დოკუმენტში ხაზგასმულია 2012 და 2013 წლებში საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, ასევე მითითებულია იმ წვლილის შესახებ, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მიუძღვის.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარეები კავშირების, პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზეც შეთანხმდნენ.

და ბოლოს, ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აცხადებს, რომ ქართული მხარე ევროკავშირის ეგიდით გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად მოქმედებს - იგულისხმება ცეცხლის შეწყვეტა და ნდობის გამყარების მიმართულებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები.

ამადე დოკუმენტში ალიანსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

„ჩვენ ვადასტურებთ უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს იგივე გააკეთოს.

ასევე, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რაიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი, ასევე განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან და გააგრძელონ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე წარმოქმნილი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება' - ნათქვამია ალიანსის დეკლარაციაში.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები