მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' საარჩევნო სია 1-ელ სექტემბერს გახდება ცნობილი და პარტია წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს.

ამის შესახებ მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონებში ყრილობები გაიმართება, სადაც მოსახლეობას პრიორიტეტებს და იმ გეგმებს გააცნობენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა' გეგმავს.

„საარჩევნო ყრილობაზე იგეგმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გამოსვლები, რომლებიც საზოგადოებას ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს' გააცნობენ. ეს არის პარტიული ღონისძიება და შესაბამისად, ყველა ხარჯი გაღებული იქნება საარჩევნო ფონდიდან და იქნება საზოგადოებისათვის გამჭირვალე. ასევე მინდა ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოვიწვიო, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის შეხვედრების მონიტორინგს ახორციელებენ. მობრძანდნენ და მონიტორინგი გაუწიონ თითოეულ შეხვედრას, '- განაცხადა თაქთაქიშვილმა.

 internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები