მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> „ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში აუცილებლად დაბრუნდება“

საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ commersant.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ცენტრ-პოინტისგანდაზარალებულ ხალხთანდაკავშირებით რაიმე გეგმა ან პროექტი თუ გაქვთ? ანაპირებთ თუ არა ამ საკითხით დაინტერესებას?

- მე ამ საკითხს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, იქ სხვა კომპანია შევიდა და პასუხისმგებლობაც მან  აიღო, თუმცა თუ საზოგადოების ინტერესი იქნება, მზად ვარ ამ საკითხში გავერკვე და მათი ინტერესები დავიცვა.

მაჟორიტარულ ოლქში პირადად თქვენი დაზოგადად ნაციონალური მოძრაობისდამარცხებაშეაფერხებს თუ არა თქვენს მიერ წინასაარჩევნოდმიცემულ დაპირებას ისნის რაიონში ინვესტიციების მოცულობის შესახებ? რაიმე ხელის შემშლელიფაქტორი ხომ არ გამოიკვეთა?

- ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით 3 პროექტზე, რომელთა ჯამური ინვესტიცია 600 მილიონს შეადგენდა, თუმცა  ეს ყველაფერი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ახალი ხელისუფლების მხრიდან ორაზროვანი  განცხადბები კეთდება, იგივე თბილისის ზღვაზე განსახორცილებელი პროექტის მისამართით. შესაბამისად ინვესტორს ცალსახად არ სიამოვნებს ეს.

რატომ გაიცემოდა წინასაარჩევნოდ, მაგალითად 2008 წელს, ახალი პირადობის მოწმობებისაცხოვრებელი ადგილის მითითების გარეშე, ან/და თბილისის მერიის მისამართზე? ასეთიპირადობის მოწმობები მაქვს ნანახი, მაგალითად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე,რომელთაც მოწმობები არჩევნების წინ ჩამოართვა ხელმძღვანელობამ და არჩევნების შემდგომდაუბრუნა... კრიმინალს შეიცავს თუ არა ეს ფაქტები?

- მე ასეთი ფაქტები არ მახსენებდება, თუმცა სამწუხაროდ,  მსგავს  თემებზე  ხშირად საუბრობდნენ, პირველად უმისამართო პირადობის მოწმობები 1995 წლიდან გამოჩნდა და სწორედ მე ვიყავი ინიციატორი, რომ მისამართის გარეშე რეგისტრაცია შეზღუდულიყო  და უმისამრთო  პირადობები მხოლოდ იმ ადამიანებს აეღოთ, რომელთაც ფიზიკურად არ გააჩნდათ საცხოვრებელი ადგილები. ამ გადაწყვეტილებით უმისამართო პირადობებით სარგებლობა 20 ათასით შემცირდა. თანაც,  მინდა თქვენს მკითხველსაც ვუთხრა, რომ ყალბი პირადობის მოწმობები ასეთი  მარტივი დასაბეჭდი ნამდვილად არ არის და ჩემი იუსტიციის სამინისტროში ყოფნის დროს, არცერთი სისტემური გაყალბება არ მომხდარა. სისტემა, რომელიც ჩვენ ავაწყვეთ, მსგავს გაყალბებს სრულად გამორიცხავდა.

როგორ შეაფასებთ 5-ლარიან დაზღვევას და აპირებთ თუ არა ხელისუფლება აიძულოთ,გააუმჯობესონ ეს პაკეტი?

- ჩვენც  შეგვეძლო მსგავსი დაპირება მიგვეცა მოსახლეობისთვის, თუმცა რეალური სადაზღვევო პაკეტით  ადამიანს  უნდა შეეძლოს  გადაუდებელი  დახმარების  მიღება, ამ პაკეტით კი ეს შეუძლებელია.  მაინტერესებს, იმ პენსიონრებს, რომელთაც დღეს 15-ლარიანი დაზღვევა  აქვთ, არსებული გაუუქმდებათ და აღარ შეეძლებათ  გეგმიური ოპერაციებით სარგებლობა? თუ ასეა, მაშინ გამოდის რომ  მათ დაზღვევას უუქმებენ.  უხეშად რომ ვთქვა, 5-ლარიანი დაზღვევა არის, ჩვენი 15 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი რომ  3-ზე გაყო.

როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საზოგადოება ამნისტიის შემდეგგაგებით უნდა მოეკიდოს აფეთქებებს. რა აფეთქებებზეა საუბარი და პირადად თქვენ თუმოეკიდებით ამას გაგებით?

- ძალიან რთულია, გაგებით მოეკიდო, სახლში რომ ვინმე შემოგივარდება. ეს გაუთვლელი განცხადება იყო, რეალურ რეჟიმში მართლა რომ არსებობდეს მსგავსი  საფრთხე, მთავრობამ  მოსახლეობის დაცვა უნდა შეძლოს.

პატრულის დანიშნულება 90%-ით რეალურად პრევენცია იყო და ეს როლი არ უნდა შესუსტდეს, თორემ დანაშაული რომ მოხდება, იქ უკვე რთულია ამას გაგებით მოეკიდო.  მსოფლიოში არ მახსენდება არც ერთი პრეცედენტი, რომ მთავრობის მეთაურს კრიმინალის ზრდა დაეანონსებინოს.

ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ საყოველთაო ამნისტიის ნაცვლად ინდივიდუალური საქმეების განხილვა, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს.

- თქვენი აზრით, რამდენ ხანში დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში დაემზადებით თუ არა საერთოდ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, რამდენ ხანში?

- „ნაციონალური მოძრაობა' ხელისუფლებას აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა კონკრეტული დროის გაწერა ნაადრევია. „ნაციონალურ მოძრაობას' აქვს უპირატესობები: მათ შორის 9-წლიანი გამოცდილება ქვეყნის აღმშენებლობაში, მაგრამ  ვფიქრობ, რომ ჩვენ ის შეცდომებიც უნდა გავაანალიზოთ, რომლებიც ამ წლების განამვლობაში დავუშვით, რაზეც ჩვენი მოძრაობის ახალგაზრდები აქტიურად მუშაობენ.

ჩვენ ხელისუფლებაში დაბრუნებას პოპულისტური დაპირებებით ნამდვილად არ ვაპირებთ, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს რა არის ზედაპირული დაპირება და რა რეალური. „ქართული ოცნების' ხელისუფლებაში მოსვლამდე  სისტემატურად კეთდებოდა განცხადებები, რომ  კომუნალური გადასახადები შემცირდებოდა, რომ   ნავთობის ბიზნესი მონოპოლიზებული იყო, თუმცა დღეს ყველა დარწმუნდა, რომ ეს ასე არ  ყოფილა. იმედი მაქვს, მომავალში ხელისუფლებაში მოსასვლელ ძალას საზოგადოება შემდეგ კითხვას დაუსვამს: როგორ გეგმავს კონკრეტული  დაპირებების შესრულებას?

geworld.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები