მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ნაციონალური მოძრაობა' ხვალ საქართველოს 11 ქალაქში ყრილობას გამართავს

8 სექტემბერს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყრილობას გამართავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 'ნაციონალური მოძრაობის' სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, თბილსში ყრილობა სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელსაც მხოლოდ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. 
საქართველოს სხვა ქალაქებში შეხვედრები ღია ცის ქვეშ გაიმართება და როგორც თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ყრილობაზე მიწვეულები არიან სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თაქთაქიშვილის განმარტებით, ყრილობები კულტურული პროგრამით დაიწყება, შემდეგ გამოვლენ ლიდერები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას პროგრამას 'მეტი სარგებელი ხალხს' გააცნობენ.
'ნაციონალური მოძრაობის' სპიკერის ცნობით, ყველა ხარჯს პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდი გაიღებს და შესაბამისად, აუდიტის სამსახურს გეგმიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგენენ. 
თაქთაქიშვილის განცხადებით, რეგიონებში აქტივისტების ტრანსპორტირება სატრანსპორტო კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. 
მმართველის პარტიის სპიკერის ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ყრილობა 11:00 საათზე დაიწყება; ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის შენობის წინ - 12:00 საათზე; ბათუმში, ერას მოედანზე - 13:00 საათზე; ამბროლაურში, ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის წინ - 13:00 საათზე; ახალციხეში, რაბათის ციხის ზედა კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე - 13:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ - 14:00 საათზე; გორში, თეატრის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 16:00 საათზე; თელავში, ერეკლე მეორეს მოედანზე, თეატრის წინ - 17:30 საათზე; რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ - 18:00 საათზე; მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის წინ, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე - 18:00 საათზე, ხოლო რაც შეეხება თბილისს - სპორტის სასახლეში ყრილობა 19:00 საათზე დაიწყება.
როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, ყრილობას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ასევე 'ნაციონალური მოძრაობის' სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე.
ამასთან, თაქთაქიშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები