მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ნაციონალურმა მოძრაობამ' მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ თბილისის მერ გიგი უგულავასთან  ერთად „ნაციონალური მოძრაობის' ცენტრალურ ოფისში რამოდენიმე წუთის წინ დაასახელა.

ცნობილი გახდა, რომ ვაკის საარჩევნო ოლქში კენჭს გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდაზე - არჩილ გეგენავა, კრწანისში - დავით საყვარელიძე, გლდანში - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევში - მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთში - ანდრო ალავიძე, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალოში - ანდრია ურუშაძე და დიდუბეში - გიორგი ჩაჩანიძე იყრიან.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები