მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების შენარჩუნების ერთი შანსი აქვს - ჩამოაყალიბონ „ლტოლვილი მთავრობა“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა' დაშლის, დაქცევის მაგალითებს აჩვენებს, რაც პარლამენტში გამართულ გუშინდელ კენჭისყრაზეც გამოჩნდა.

საყვარელიძე ამბობს, რომ ამ სახეებით 'ნაციონალურ მოძრაობას' არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ ჟურნალისტებს „პრაიმ ტაიმის' პრესკლუბში განუცხადა.

პოლიტოლოგის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობს' სახეები შეიცვლება და ისინი მოინანიებენ თავიანთ დანაშაულს, შემდეგ შეიძლება ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლაზე იყოს საუბარი. საყვარელიძე აქვე ხაზს უსვამს, რომ თუ ყველაფერი შეიცვლება, ეს უკვე აღარ იქნება 'ნაციონალური მოძრაობა'.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ უკვე უმცირესობაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას' ხელისუფლების შენარჩუნების ერთი შანსი აქვს - უცხოეთში გახიზნულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა მოახერხონ უცხოეთში შეკრება და ჩამოაყალიბონ „ლტოლვილი მთავრობა'.

მისივე თქმით, დიდი შანსია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება 'თავის კალთას გადააფარებს' მიხეილ სააკაშვილს და არ მისცემს დღევანდელ ხელისუფლებას იმის შანსს, რომ პრეზიდენტმა ყველაფერზე აგოს პასუხი.

რამაზ საყვარელიძის თქმით, დღეს ორი სააკაშვილი გვყავს - ადრინდელი და დღევანდელი: „ახლა ჩვენ გვყავს ორი მიხეილ სააკაშვილი. ადრინდელი, რომელიც წამსვლელი იყო ყველაფერზე, რომელიც ამზადებდა ზონდერ-ბრიგადებს და დღევანდელი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ მისაღები ფიგურა იყოს დასავლეთისთვის', - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი ვარაუდით, სააკაშვილმა დასავლეთისგან გარკვეული გარანტიებიც მიიღო. საყვარელიძე მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, პარლამენტის პირველ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლით ნათელი გახდა, რომ 'ნაციონალურმა მოძრაობამ' განვლილი პერიოდიდად ვერავითარი დასკვნა ვერ გამოიტანა. საყვარელიძე ამბობს, რომ გამაღიზიანებელი იყო პრეზიდენტის გამოსვლაში ის ნაწილი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ასწავლიდა ხალხს, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატია.

საყვარელიძის თქმით, ხელისუფლებაში მოსულ 'ქართულ ოცნებას' ეტყობოდა, რომ აპირებს აქტიურ მუშაობას. პოლიტოლოგის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის გამოსვლაში იკვეთებოდა, რომ არ აპირებენ შეურიგდნენ იმ დარღვევებს, რომლებიც საარჩევნოდ იყო.
რაც შეეხება იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის დარბაზში შემოსვლისას ფეხზე არ ადგა და მას ტაში არ დაუკრა, საყვარელიძე ამბობს, რომ ამით უმრავლესობამ პრეზიდენტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი.

news.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები